პარასკევი, 27.06.2025, 11:23
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » თებერვალი » 9 » ძანეტი: ჩვენ არ დავნებდებით
09:05
ძანეტი: ჩვენ არ დავნებდებით




მილანის ინტერის ცოცხალმა ლეგენდამ ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ ბოლო დროინდელი წარუმატებლობების მიუხედავად, მისი გუნდი არ აპირებს დანებებას.

წლევანდელი სეზონი "ნერიაძურისთვის" სირთულეებით სავსეა, თუმცა კლაუდიო რანიერის მოსვლის შემდეგ მილანელებმა იპოვეს თავიანთი თამაში და კალჩოს ფსკერიდან მოწინავე ადგილებამდე შეძლეს მოსვლა.

ახლა ჩავარდნამ კვლავ იჩინა თავი, ინტერმა სერია ა-ს ბოლო 3 მატჩიდან ვერცერთის მოგება მოახერხა.

რომასთან უკანასკნელი მატჩი კი ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოდგა რანიერის შეგირდებისთვის.

ნერიაძურის ყველა აკრიტიკებს, თუმცა მისი უბერებელი კაპიტანი კვლავ ცდილობს ყველაფერს ახსნა მოუძებნოს და დაიცვას საყვარელი კლუბი:

ჩვენ არ ვნებდებით და კვლავ ვაგრძელებთ ბრძოლას. ჯერ არაფერია დასრულებული ან გადაწყვეტილი.

იმ საყვედურმა, რომელმაც ჩვენი მისამართით გაიჟღერა სავსებით დამსახურებული იყო. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ტიფოზები წარმატებებსა და გამარჯვებებს იყვნენ მიჩვეულნი, ახლა კი იმედგაცრუებულნი არიან.



"მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. სეზონის ბოლომდე დიდი დროა დარჩენილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის. ახლა მთავარია სიმტკიცისა და ხასიათის გამოვლენა."-განაცხადა არგენტინელმა Sky Sport 24-თან საუბარში.
ნანახია: 595 | დაამატა: aleksandre | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 inter  
1
kai ra zanetti ukve me 3 tamashs agebt zedized

2 inter  
0

3 nerazuri  
1
shen genacvale zaneti,kaci xar kacuri zanetti flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter