ინტერის კაპიტანმა გუნდის მთავარი მწვრთნელი დაიცვა.
ნერაძურის ნოვარასთან და ბოლონიასთან განცდილი მარცხის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია,რომ კლაუდიო რანიერი მალე დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს.ხავიერ ძანეტი აცხადებს,რომ გუნდი მხარს უჭერს რანიერის.
"ჩვენ ცუდ მომენტში ვიმყოფებით,მაგრამ მალე მოვახერხებთ ამ პრობლემის დაძლევას.ჩვენ ძალები უნდა მოვიკრიბოთ და მშვიდად დავიწყოთ თავიდან ყველაფერი",-აცხადებს არგენტინელი."ჩვენ მწვრთნელს მხარს ვუჭერთ.ჩვენ ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ".
"ახლა ჩვენ უნდა მოვახდინოთ ოთხშაბათს გამართულ მატჩისთვის რეაბილიტაცია მარსელის წინააღმდეგ,შემდეგ კი ნაპოლისთან უნდა ავიღოთ ქულები",-განაცხადა ძანეტიმ.
|