მილანის "ინტერის” ვეტერანი კაპიტანი ხავიერ ძანეტი მიიჩნევს, რომ მის გუნდს იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ტურინის "იუვენტუსისთვის” კონკურენციის გაწევა შეუძლია.
"ვიქნებით თუ არა "იუვენტუსის” კონკურენტები სკუდეტოსთვის ბრძოლაში? რა თქმა უნდა, მათ დონეზე თამაში გვსურს და ჩემპიონობაზეც გვაქვს პრეტენზია. ჩვენი გზით მივდივართ და გუნდის თითოეულმა წევრმა იცის, რომ ეს გზა სწორია. იმედია, სნეიდერი ტრავმას მალე მოიშუშებს, რადგან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელსაც თამაში ყოველთვის სურს”, - განუცხადა არგენტინელმა "ნერაძურის” ოფიციალურ საიტს.
შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ, იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, "იუვენტუსი” გათამაშებას ლიდერობს, "ინტერი” კი, მე-4 ადგილზეა.