ხავიერ ძანეტი აცხადებს, რომ გუნდი საკმაოდ მძიმე სიტუაციაშია, თუმცა ერთად დგომის შემთხვევაში ყველაფერი მოგვარებად საკითხად მიაჩნია.
შეგახსენებთ, რომ ინტერმა გუშინ ღამით შოკისმომგვრელი მარცხი განიცადა თურქულ ტრაბზონსპორთან. ნერაძურიმ სან სიროზე 0-1 მარცხი იწვნია. იქამდე კი სერია ა-ს პირველ შეხვედრაში დამარცხდა გასვლაზე პალერმოსთან 4-3.
სიცილიაში წაგებული მატჩის გამო, ჯან პიერო გასპერინი ისედაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ახლა კი ჯუზეპე მეაცას სახელობის მოედანზე გოლის ვერ გატანა ისეთ ოპონენტთან როგორიც ტრაბზონსპორია, თანაც წაგება, იტალიურმა პრესამ კატასტროფად გამოაცხადა.
ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ გუნდი ნამდვილად მძიმე სიტუაციაშია, თუმცა საჭიროა გაერთიანება და პრობლემების აღმოფხვრა.
"ფეხბურთი ეპიზოდებისგან შედგება. სამწუხაროდ ჩვენ ერთი დაგვირტყეს და გაგვიტანეს, რამაც მარცხამდე მიგვიყვანა.”
"ახლა მთავარია მუშაობა და კონცენტრაცია. ზედიზედ ორი წაგება, თანაც ისე რომ არ იმსახურებდი არცერთს რთული მისაღებია. თუმცა ახლა მთავარი კვირის ბოლოს რომასთან მატჩია, რომელიც უნდა მოვიგოთ.”
"იმედი მაქვს გულშემატკივარი გაგვიგებს. ერთად დგომაა საჭირო. გამარჯვებების დროს ყველა ერთად ვართ, დამარცხებისასაც ასეა საჭირო რომ ვიყოთ.”
შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფის მეორე მატჩში სადაც მოსკოვის ცსკ და ფრანგული ლილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს 4 გოლი გავიდა და გუნდებმა ქულები თანაბრად გაიყვეს.
|