იმ შემთხვევაში თუკი "ინტერნაციონალეს" კაპიტანი ხავიერ ძანეტი დღეს "ნოვარას" წინააღმდეგ მოედანზე გავა იგი ჯუზეპე ბერმოგის რეკორდს დაამხობს და "ინტერის" მაისურით ყველაზე მეტი მატჩი ექნება ჩატარებული.
წინა ტურში "რომასთან" შეხვედრაში ნერაძურის არგენტინელ მცველს 756 მატჩი შეუსრულდა და ამით ბერმოგის გაუთანაბრდა.
"ერთ დროს არც კი მიფიქრია რომ ასეთი დიდი გუნდის კაპიტანი გავხდებოდი. სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატავად. "ინტერი" ჩემი მეორე ოჯახია”-განაცხადა ძანეტიმ.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის არგენტინელი ნერაძურიში 1995 წელს გადმობარგდა. მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2013 წელს იწურება.