ძენგა: იმედია ჰანდანოვიჩი დიდხანს დარჩება "ინტერში"
წარსულში ცნობილმა იტალიელმა მეკარემ, ახლა მწვრთნელმა და "ინტერის" დიდმა გულშემატკივარმა ვალტერ ძენგამ კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ სამირ ჰანდანოვიჩმა წარმატებით შეცვალა ისეთი მაღალი კლასის მეკარე, როგორიც ბრაზილიელი ჟულიო სეზარი იყო და იმედი გამოთქვა, რომ სლოვენიელი კიპერი ნერიაძურის ბოლო ბასტიონის დიდხანს და საიმედოდ დაიცავს.