იტალიელმა ფეხბურთის ლეგენდამ ჯანფრანკო ძოლამ სერია A-ს ახალ სეზონზე თავისი პროგნოზი გააკეთა. "ფავორიტი სკუდეტოსათვის ბრძოლაში "მილანია". მას მოსდევს "ინტერი", არ უნდა გამოგვრჩეს არც "იუვენტუსი", რომელიც აგუეროსა და ჯუზეპე როსის შეძენას აპირებენ. ასევე ვფიქრობ, რომ "რომა" და "ნაპოლი" ხელს შეუშლიან დანარჩენ გრანდებს. ეს ორი გუნდი საკმაოდ ძლიერია”-განაცხადა ძოლამ.
|