ლეგენდარული იტალიელი მეკარე დინო ძოფი "ინტერში" ანდრეა სტრამაჩონის მოღვაწეობით აღფრთოვანებულია და აცხადებს, რომ "ნერაძური" მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენაა.
ანდრეა სტრამაჩონიმ "ინტერი" 2012 წლის მარტში, გუნდიდან კლაუდიო რანიერის წასვლის შემდეგ ჩაიბარა. მიმდინარე სეზონის არცთუ კარგად დაწყების შემდეგ, მილანელებმა სერია A-ში ზედიზედ 5 თამაში მოიგეს და მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს.
"ინტერში" სტრამაჩონის მუშაობა აღფრთოვანებას იწვევს. მისი გუნდი მიმდინარე გათამაშების ნამდვილი აღმოჩენაა.
სტრამაჩონი უპირატესობას 3 თავდამსხმელით თამაშს ანიჭებს. ისინი ძალიან სწრაფები არიან და თანაგუნდელებს შეტევების განვითარების საშუალებას ყოველთვის აძლევენ.
მწვრთნელი ძალიან კარგად მუშაობს იმისდა მიუხედავად, რომ ახალს არაფერს იგონებს. "ინტერს" ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია, მაგრამ "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ცოტათი უფრო მაღლა დგანან" - ციტირებს ძოფის სიტყვებს Football Italia.