მახაჩყალის "ანჟის” კამერუნელმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტოომ, შესაძლოა, მილანის "ინტერის” მაისური რამდენიმე თვით კვლავ მოირგოს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ნერაძურის” ხელმძღვანელობა თანაქალაქელი "მილანისა” და დევიდ ბექჰემის გამოცდილების გაზიარებას აპირებს. როგორც იცით, ამერიკულ ლიგაში შესვენების დროს, ინგლისელი ვარსკვლავი "როსონერიში” ბურთაობდა.
იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, "ინტერი” რუსეთის ჩემპიონატში არსებული ზამთრის შესვენების გამოყენებას და ეტო’ის არენდით აყვანას აპირებენ. როგორც იცით, ნოემბრის დასაწყისიდან მარტამდე, რუსეთი პრემიერლიგაში საფეხბურთო მატჩები არ იმართება.
თუ გარიგება შედგა, ეტო’ო ყოფილ კლუბს ორ იანვარს შეუერთდება და მისი მაისურით 2 თვის განმავლობაში ითამაშებს. მართალია, იანვარსა და თებერვალში აფრიკის ერთა თასის გათამაშება იმართება, მაგრამ კამერუნი ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა და ეტო’ოს სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება არ მოუწევს.
|