დღეს საღამოს "ინტერი" და ინგლისური "მანჩესტერ სიტი" ერთმანეთს Dublin Super Cup-ის ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.
არგენტინელ თავდამსხმელს კარლოს ტევესს "მანჩესტერ სიტის" დატოვება არ გადაუფიქრებია. ფორვარდის შეძენის მთავარ პრეტენდენტად იტალიური "ინტერი" სახელდება. შესაძლოა, ტრანსფერი ფეხბურთელების გაცვლით შედგეს. კამერუნელი ეტო'ო ტევესის სანაცვლოდ.
"მანჩესტერ სიტის" და "ინტერის" ფეხბურთელები ერთ სასტუმროში გაჩერდნენ, რაც ხელს უწყობს მხარეებს მოლაპარაკებები გამართონ, თუმცა იტალიელებს კამერუნელის გაშვება არ სურთ. "კამერუნელი ტევესის სანაცვლოდ არარეალურად მიმაჩნია, ტევესი ჩვენი ფეხბურთელია, 4 აგვისტოს ის დაბრუნდება ჩვენთან, მას წასვლაც შეუძლია და დარჩენაც", - განცხადა რობერტო მანჩინიმ.