"ანჟის” თავდამსხმელი სამუელ ეტო უარს ამბობს მის შესახებ სატრანსფერო ჭორებზე კომენტარის გაკეთებაზე.
შეგახსენებთ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ეტოს 2 თვით "ინტერში” დაბრუნებაზე.
"უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ კომენტარს არ გავაკეთებ სატრანსფერო ჭორების შესახებ. მე "ანჟის” ფეხბურთელი ვარ და რუსულ ფეხბურთში თავის დამკვიდრებაზე ვფიქრობ.
მინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადო, რომ მე "ანჟის” ფეხბურთელი ვარ და არ მაინტერესებს ის რაც ახლა ხდება "ინტერში, "ჩელსიში” ან ნებისმიერ სხვა გუნდში.
რა მოხდება ერთი თვის მერე არავინ იცის და ჯობს წინასწარი განცხადებებისგან ყველამ თავი შეიკავოს”.
|