"აპიანო-ჯენტილეს" საპრესკონფერენციო დარბაზში "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენცია გამართა.
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩიონი "პარტიზანთან" საშინაო შეხვედრას უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება, რაზეც პრესკონფერენციაზეც ილაპარაკა:"პარტიზანში" ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, რომელთაც შეძლეს და გუნდს სერბეთის ჩემპიონატის საწყისი ცხრა ტურიდან რვა გამარჯვება მოიპოვეს.
არ ვიცი ვის ვათამაშებ და ვის დავასვენებ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვესლი სნეიდერმა სარეაბილიტაციო კურსი დაასრულა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა,თუმცა სანამ იგი ასი პროცენტით მზად არ იქნება არ დავტირთავ".
სტრამასთან ერთად პრეს-კონფერენციაზე ვალტერ გარგანოც ახლდა, რომელსაც შესაძლოა დამრიგებელმა ამ თამაში პოზიცია შეუცვალოს, თუმცა ურუგვაელმა თქვა, რომ ყველაფრისთვის მზადაა და მწვრთნელის ყველა დავალებას უსიტყვოდ შეასრულებს.
"ინტერი" - "პარტიზანი" დღეს თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.