"მარსელის" თავდამსხელი ლოიკ რემი გამოტოვებს თავისი გუნდის შეხვედრას მილანის "ინტერის" წინააღმდეგ. ფეხბურთელმა ბარძაყი დაიზიანა სფრანგეთის თასზე ბურ-პერონას წინააღმდეგ (3-1).
"ექიმებმა დააზუსტეს, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხზე ბარძაყი დაიზიანა. მკურნალობა 3 კვირას გასტანს", - იტყობინება კლუბის პრეს-რელიზში.
ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ფეხბურთელმა 21 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
|