მილანის "ინტერის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ იმ სათამაშო სქემაზე ისაუბრა, როგორითაც თამაშს თავის გუნდს უპირებს. მწვრთნელმა დასძინა, რომ სქემა 3-4-3 მისთვის ერთადერთი არ იქნება. "ვოცნებობ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ჩემპიონატის მოგებაც. მინდა "ინტერი" იმავე სტილს მივაჩვიო, რომელმაც წარმატება "ჯენოაში" მომიტანა. ძალიან მიყვარს შემტევი ფეხბურთი და მსურს, რომ "ინტერი" სწორედ ასე თამაშობდეს და თან შედეგსაც აღწევდეს. როცა მეტოქე ორი თავდამსხმელით გვეთამაშება, ჩვენ უკან სამ მოთამაშეს ვაყენებთ. თუ მოწინააღმდეგე სამი თავდამსხმელით გვიტევს, დაცვაში ოთხს ვამწესებთ. მთელი ეს საკითხი 3-4-3-ის შესახებ - კლიშეა. გუნდში ყველას ექნება, სულ ცოტა, ორ პოზიციაზე თამაშის საშუალება, - განაცხადა გასპერინიმ კლუბის ტელეარხზე გამოსვლისას.