"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ "ტრაბზონსფორთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ, რომელიც მისი გუნდის დამარცხებით 0:1 დასრულდა, აღნიშნა, რომ მილანელებს, პირველ რიგში, იღბალმა უმტყუნათ.
"რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. მაგრამ "ინტერს" ცუდად არ უთამაშია, მოთამაშეთა უმეტესობას საბრძოლო განწყობა ჰქონდათ. ასე რომ, უახლოეს მომავალში შედეგები გამოსწორდება.
რაც შეეხება მორატისთან ჩემ დამოკიდებულებას - სრულიად ნორმალურია. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ის მხარს მიჭერს. ყოველთვის არ დაიჯეროთ, რაც ითქმება და დაიწერება", - თქვა გასპერინიმ.
|