მილანის ინტერის მწვრთნელს, ჯან პიერო გასპერინის, სჯერა, რომ გუნდი კრიტიკას პოზიტიური თამაშითა და გამარჯვებებით უპასუხებს.სერია ა-ს 18 გზის გამარჯვებულს ჯერ კიდევ არ მოუგია ამ სეზონში არცერთი მატჩი და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა რომასთან უგოლო ფრის წყალობით. მიუხედავად ამისა, გასპერინი ნოვარასთან მატჩში ელოდება პირველ სამ ქულას.
"ინტერის მიმართ ყოველთვის იყო კრიტიკა და მეტის მოთხოვნა. ამაზე საუკეთესო პასუხი მოედანზე შემიძლია გაგცეთ.”
"ვთვლი, რომ გზა რომლითაც მივდივართ სწორია. ასევე მჯერა იმისაც, რომ ამ მატჩებში ქულაზე მეტს ვიმსახურებდით. უბრალოდ არ გაგვიმართლა.”
"თუკი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშგარეს დადებდნენ შედეგი სხვა იქნებოდა, თუკი პალერმოსთან პენალტს დაგვინიშნავდნენ სხვა სიტუაცია იქნებოდა და ასე შემდეგ…”
"მაიკონს რაც შეეხება, იგი გუნდთან ერთად ვარჯიშს უახლოეს დღეებში დაიწყებს.”
შეგახსენებთ, რომ ინტერი სამშაბათს ნოვარას დაუპირისპირდება იტალიის თასის ეგიდით გასამართ მატჩში.
|