დღეს "ინტერი" პირველ მატჩს ითამაშებს სერია ა-ში ახალი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის ხელმძღვანელობით.
"პირველად ყოველთვის რთულია და ვნერვიულობთ,მაგრამ ამდენი ლოდინის შემდეგ ბედნიერები ვართ და გვიხარია,რომ სერია ა იწყება. ამ შემთხვევაში ჩემი დებიუტი ემოციურად ოდნავ განსხვავებული იქნება, "ჯენოაში" ჩემი როგორც მწვრთნელის დებიუტისაგან. რადგან მე ვწვრთნი ისეთ გუნდს როგორიც "ნერაძურია", რაც დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე დიდი შესაძლებლობა წარმატების მიღწევისა." – ამ სიტყვებით დაიწყო გასპერინიმ პრესკონფერენცია " პალერმოსთან" მატჩის წინ.
"მთელი გუნდი მზადაა თამაშისთვის და იმედი გვაქვს რომ ჩვენი ძალისხმევა და ჩატარებული სამუშაო შედეგს გამოიღებს.
– კითხვა დაუსვეს სამი მცველით თამაშის შესახებ:
"დასაწყისში ყველა სკეპტიკურადაა განწყობილი,მაგრამ ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს თუ რაოდენ წარმატებულად იყენებენ კლუბები ამ სქემას. მე " ინტერში" მომიწვიეს არა იმიტომ,რომ "ჯადოქარი" ვარ,არამედ იმიტომ რომ ჩემი მეთოდები წარმატებულია, და მისაღებია როგორც გუნდისათვის,ასევე გულშემატკივრებისათვის. ვნახოთ რა იქნება მომავალში.
რაც შეეხება სნეიდერს,იგი მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა,შარშან ის 25–ჯერ გავიდა მოედანზე და 4 გოლი გაიტანა,მე მას ვესაუბრე და ვუთხარი რომ წელს ეს შედეგი უნდა გაუმჯობესდეს. მე მის ადგილს მეტოქის კართან ახლოს ვხედავ."
– დიეგო ფორლანზე და მის 6 მატჩიან დისკვალიფიკაციაზე ჩემპიონთა ლიგაზე:
"ეს შოკისმომგვრელი სიახლე იყო ჩემთვის. დიეგო შესანიშნავი ფეხბურთელია და ბოლომდე გამოვიყენებთ ჩემპიონატში".
– კვირის მატჩზე:
"ძირითადი შემადგენლობა მოფიქრებულია და მისი გამოცნობა რთული არ უნდა იყოს. რანოკია? ის ერთ–ერთი საუკეთესოა,მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ,რომ ორი მატჩი ჩაატარა ეხლახან ნაკრებში და ოთხშაბათს კიდევ თამაში გვაქვს."
– ტრავმირებულებზე:
"მაიკონმა უდიდესი ნაბიჯი გადადგა გამოჯანმრთელებისაკენ და 1–2 თამაშის შემდეგ ჩემს განკარგულებაში იქნება. დანარჩენების მდგომარეობა არცთუისე სახარბიელოა,მაგრამ იმედი მაქვს,რომ დიდხანს არ დაგვაკლდებიან. ტიაგო მოტა,სავარაუდოდ 7 მატჩს გამოტოვებს,მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ მაინც ძლიერი გუნდი გვყავს."
|