ნახევარსაუკუნოვანი დიდი ფეხბურთის გარეშე მყოფი ნოვარა იტალიას მრისხანებით დაუბრუნდა.იტალიის ელიტური ფეხბურთის ახალწვეულმა მილანის ინტერი სამარცხვინოდ დაამარცხა. ნოვარამ უკანასკნელად გრანდი 55 წლის წინ მიიღო საკუთარ მოედანზე. გუნდის დაბრუნება ტრიუმფალური აღმოჩნდა კლუბის ძველი გულშემატკივრისთვის.
იტალიური ფეხბურთის ბოლო წლების იმედმა სამარცხვინოდ და საშინლად წააგო მატჩი. ასეთი მატჩის შემდეგ ძალიან რთულია თქვა, რომ გასპერინი დაკავებულ პოსტზე დარჩება. აგერ უკვე რამდენიმე კვირაა იტალიური პრესა კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს მილანის ინტერის "ამ წუთებში” მყოფ მწვრთნელს. თუკი ამ ყველაფერს მორატის სახეს დავამატებთ, რომელსაც სიბრაზე მთელი მატჩის განმავლობაში თანსდევდა, დარწმუნებით ვიტყვით, რომ ღამე მშვიდად ვერ ჩაივლის.
ინტერმა მოედანზე ვერაფერი ვერ აჩვენა. რანოკიას ბავშური შეცდომები, კივუს არათავდაჯერებულობა, სნეიდერის ინერტულობა, ფორლანის ვერთამაში, პაცინის არავინ ეხმარებოდა, ლუსიოს სიმულაციის მცდელობები გახდა სწორედ მილანური კლუბის მარცხის მიზეზი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კამბიასოს გოლს სტუმრები საერთოდ არ იმსახურებდნენ. შესაბამისად ანგარიშიც წესით 3:0 უნდა ყოფილიყო.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ინტერიდან ასეთ ინტერამდე გარდაქმნა ალბათ ძნელი უნდა იყოს, თუმცა კლუბის თავკაცობამ, მოდით მხოლოდ გასპერინის ამ ყველაფერს ნუ დავაბრალებთ, ეს შეძლო.
მატჩის საბოლოო ანგარიში კი 3:1 არის. შეგიძლიათ ვიდეომიმოხილვას უყუროთ.
|