"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გარკვევით თქვა: ჩვენ უნდა დავიკავოთ კარგი პოციზიცია სეზონის ბოლოს, ამის შემდეგ დავიწყებთ ახალი გუნდის შექმნას.
გაჟღერდა იმ ფეხბურთელდა სახელები, რომლებიც სავარაუდოდ "ინტერს" შეურთდებიან ზაფხულში, მორატი სერიოზულად ფიქრობს გuნდის გაახალგაზრდავებაზე.
"ინტერის" კარს დაიცავს ემილიანო ვივიანო, რომელიც ჯულიო სეზარს შეცვლის.
დაცვის ხაზში მასიმო მორატის პირველ რიგში სურს იხილოს აიაქსის ახალგაზრდა ფეხბურთელი იან ვერტონგენი, რომელიც ჟუანთან, რანოკიასთან და კალდიროლასთან ერთად იზრუნებენ "ინტერის" მომავალზე.
ნახევარდაცვაში ჟოელ ობი და ანდრეა პოლი ცუდად არ გამოიყურებიან, მაგრამ მთავარი სამიზნე მაინც არის მიგელ ველოზო(ჯენოა), იან მ'ვილა(რენი) და იურაი კუცკა(ჯენოა).
ასევე თავდასხმაში იქნება დიდი ცვლილებები: ლუკას დე მოურა(სან–პაოლო), ესეკილ ლავეცი(ნაპოლი), როდრიგო პალასიო(ჯენოა), კარლოს ტევეზი(მანჩესტერ სიტი).
|