კატალონიის "ბარსელონას”, ტურინის "იუვენტუსსა” და მილანის "ინტერს” ბრაზილიური "სანტოსის” 16 წლის თავდამსხმელის – ვიქტორ ანდრადეს გადაბირება სურთ. ამის შესახებ Gazzetta dello Sport-ი იუწყება.
ანდრადე ცენტრფორვარდის პოზიციაზეც ირჯება და მარცხენა გარემარბადაც არაერთხელ უთამაშია. "სანტოსში” მისი ეიმედებათ და ნეიმარის შემცვლელად მიიჩნევენ. აქვე გეტყვით, რომ ანდრადეს კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.
ცნობისათვის, ეს ნიჭიერი ჭაბუკი ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია.