კატალონიური "ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა ირწმუნება, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოსაფიქრებლად იმდენ დროს მიიღებს, რამდენიც მას გადაწყვეტილების მისაღებად დაჭირდება. ამის შესახებ მან Canal Plus-ს განუცხადა. "პეპმა იცის, რომ კლუბი მის მხარესაა. მან მოსაფიქრებლად დრო ითხოვა და ეს პრობლემა სულაც არაა. ბოლო ვადა მისთვის არ დაგვითქვამს. ის სრულად სარგებლობს ჩვენი ნდობით და მხარდაჭერით. გვარდიოლა მაშინ უკეთ თამაშობს, როდესაც მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და ამ კუთხით გარკვეულ წნეხს განიცდის. რას ვიზამთ, ყველას მუშაობის თავისი სტილი აქვს”, - თქვა სუბისარეტამ.
|