”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კლუბთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ ისაუბრა. ”როგორც მე ვიცი კონტრაქტის გახანგრძლივება 5-6 წლით ჯობია, მაგრამ მე ვერ ვიმუშავებ ასეთ ამბიციურ და მომთხოვნ კლუბში, როგორიც ”ბარსელონაა” თუკი ძალები არ მექნება. მე ვგრძნობ ამას. ვიცი, რომ თავს ისე კარგად, როგორც ”ბარსელონაში” ვგრძნობ ვერსად ვიგრძნობ. დღევანდელ დღეს მე გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ. ზოგჯერ ამ გადაწყვეტილებას თებერვალში ვიღებდი, თუმცა ახლა მოცდა და ფიქრი მირჩევნია. თუკი კლუბი გადაწყვეტილების მიღების დროს დამითქვამს ამ გადაწყვეტილებას დავეთანხმები. ახლა კი ყოველდღიურ სამუშაოზე ვფიქრობ”- განაცხადა გვარდიოლამ. შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას კონტრაქტი ”ბარსელონასთან” მიმდინარე სეზონის ბოლოს სრულდება.
|