მისი გაწვრთნილი "უდინეზე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წელსაც ვერ მოხვდა, არც იტალიის ჩემპიონატში უწინასწარმეტყველებენ ფრიუელებს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას და ამიტომ, ფრანჩესკო გვიდოლინი იძულებულია სხვა გუნდების ფეხბურთელებზე გამოთქვას აზრი. უდინელებოს დამრიგებელს რომ კითხეს, ყველაზე მეტად რომელი თავდამსხმელი იმსახურებს თქვენს სიმპათიებსო, ასეთი პასუხი გასცა: "რაც ფეხბურთში ვმოღვაწეობ, მუშაობა თითქმის ყველა ტიპის ფორვარდთან მომიწია და თითოეულს თავისი პლუს-მინუსები გააჩნდა. დღეს ისეთი თავდამსხმელები ფასობენ, რომლებიც ორივე ფეხით კარგად თამაშობენ, განსაკუთრებით ფიზიკურ დატვირთებს არ ერიდებიან და საჭიროების შემთხვევაში უკან მცველების დასახმარებლადაც ხშირად ჩამოდიან. იდეალურთან ყველაზე მიახლოებული ამჟამინდელი ფორვარდებიდან ჩემთვის "ინტერელი" დიეგო მილიტოა, ის საკუთარ საქმის გადასარევად შესრულების გარდა,90 წუთის განმავლობაში მოძრაობს და მოედანზე უამრავ სასარგებლო საქმეს აკეთებს. მილიტო რაღაცით რობერტო ბაჯოს მაგონებს, რომელიც ჩემი აზრით უკანასკნელ 25 წელიწადში საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი იყო".
|