თუკი იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მილანის ინტერი თავისი პრობლემების მოგვარებას პორტუს ლიდერის შეძენაში ხედავს.
პორტუგალიაში ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორად მიაჩნია, თუმცა ჰალკი ასე არ თვლის.
"დიახ, მე მსმენია, რომ ჩემი შეძენა ინტერს სურს. თუმცა, ჩემით ნახევარი ევროპული კლუბები არიან დაინტერესებულნი.
ახლა მთელი ჩემი ყურადღება პორტუსკენაა მიპყრობილი. იანვრამდე განცხადებების გაკეთებისგან თავი შევიკავოთ.
თუკი რაიმე შემოთავაზება იქნება, ისე მოვიქცევი როგორც ჩემთვის და პორტუსთვის აჯობებს. ყველა კმაყოფილი იქნება”-განაცხადა ჰალკმა.
|