ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი უესლი სნეიდერი მიიჩნევს, რომ თუ ნიდერლანდებს რაიმეს მოგება სურთ, მაშინ მათი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო უნდა გახდეს. შეგახსენებთ, რომ ნარინჯისფერთა ამჟამინდელ დამრიგებელს ბერტ ვან მაარვიკს კონტრაკტი 2012 წელს ეწურება. თუ გვსურს, რომ ჰოლანდიამ მწვერვალებს მიაღწიოს, მაშინ მას საუკეთესო მწვრთნელი სჭირდება. ასეთი კი ჟოზე მოურინიოა. მას ყველაფერი გააჩნია იმისთვის, რომ გუნდს ტონუსი შეუნარჩუნოს, არა მარტო ძირითად შემადგენლობას, არამედ ყველა ფეხბურთელს. ჩემთვის ის ყოველთვის უდავოდ პირველი მწვრთნელი იქნება მსოფლიოში. მაქვს იმის განცდა, რომ მალე მასთან ერთად კვლავ მომიწევს თანამშრომლობა,''-განაცხადა უესლი სნეიდერმა.
|