მადრიდის ატლეტიკოს ყოფილი თავკაცი კიკე სანჩეს ფლორესი მილანის ინტერისგან შეთავაზებას ელის. მთავარი ინტრიგა ისაა, რომ ნერაძურიში დიეგო ფორლანი ასპარეზობს, რომელსაც ესპანელ სპეციალისტთან პრობლემები ჰქონდა და ამიტომ, ატლეტიკოს დატოვება მოუწია. ტრანსფერის შემდეგ, ფეხბურთელმაც და მწვრთნელმაც ერთმანეთის მიმართ არასასიამოვნო განცხადებები გააკეთეს. მიუხედავად ამისა, ფლორესი მილანში გადაბარგების წინააღმდეგი არაა. ჩემი აგენტი წინადადებას ელის. დიეგო ფორლანი ინტერში თამაშობს, მაგრამ ეს ფაქტი ნერაძურის გაწვრთნაზე უარს ვერ მათქმევინებს. მილანელთა შემოთავაზებას აუცილებლად დავთანხმდები, - განაცხადა 46 წლის მწვრთნელმა. შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში ინტერმა ზედიზედ ორი მარცხი განიცადა – პალერმოსგან (3:4) და ტრაბზონსფორისგან (0:1). დიდი შანსია, რომ იტალიელებმა მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი თანამდებობიდან გაათავისუფლონ.
******************************************* ინტერის,მილანისა და ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო კოკომ ესპანურ marca-სთან საუბარში თქვა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს “კამპ ნოუზე” თამაშის შეეშინდაო. გეცოდინებათ, ჩემპიონთა ლიგის მატჩში როსონერიმ კატალონიაში 2:2 გაახერხა და “იბრას” უთამაშებლობის მიზეზად ტრავმა გამოცხადდა. “მას “ბარსელონას” გულშემატკივრების შეეშინდა” – თქვა კოკომ შვედ ფორვარდზე. იბრაჰიმოვიჩმა ერთი სეზონი (2009-10) გაატარა “ბარსაში” და მართალია, გოლები გაჰქონდა, მაგრამ სამუელ ეტოოს დონეზე ვერ თამაშობდა და გაუშვეს.