უკვე აქტუალურ თემად იქცა "ბარსელონას" თავკაცის პეპ გუარდიოლას მოსვლა "ინტერში", უამრავი საინფორმაციო წყარო იუწყება ამ ინფორმაციას . ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ბარსელონას” ვარსკვლავმა ლეო მესიმ. მისი თქმით, კატალონიელ ფეხბურთელებს გადაწყვეტილი აქვთ, პეპს გუნდში დარჩენა სთხოვონ. გვარდიოლა გუნდს სჭირდება. მან ზუსტად იცის, რა, რატომ და როდის სჭირდება "ბარსას”. პეპს კარგი ურთიერთობა აქვს ყველა ფეხბურთელთან და იგი უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა, ამიტომ მინდა, პეპს "ბარსაში” დარჩენა ვთხოვო. ვიცი, რომ ჩემს აზრს სხვა ფეხბურთელებიც იზიარებენ”, - განაცხადა ლეო მესიმ. შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას "ბლაუგრანასთან” კოტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მიუხედავად კლუბის დიდი სურვილისა, იგი კატალონიელებთან ახალი მოლაპარაკების დაწყებას არ ჩქარობს.
|