ინტერის და ნაპოლის მატჩის შემდგომ იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ მილანელთა მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი 1 მატჩის დისკვალიფიკაციით დააჯარიმა. მიზეზი კი ის გამონათქვამებია, რომლებიც კლაუდიომ მსაჯების მიმართ გამოთქვა.
გარდა ამისა, ინტერი მათი გულშემატკივრის საქციელის გამო 8 000 ევროთი დაჯარიმდა. ხავიერ ძანეტი კი, როგორც გუნდის კაპიტანი 1 500 ევროთი.
მატჩის შემდგომ ასევე, ივან კორდობას და დიეგო მილიტოს მათი კომენტარების გამო 10 000 ევროიანი ჯარიმა დააკისრეს.
შეგახსენებთ, რომ ინტერის თითოეული წევრი მსაჯის მიმართი იმიტომ იყო უკმაყოფილო, რომ მან სრულიად უსამართლოდ გაუგდო მოთამაშე მილანელებს და არარსებული პენალტი დანიშნა მათი კარის მიმართულებით.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მატჩის შემდგომ "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც გააკრიტიკა მატჩის მთავარი არბიტრი, თუმცა იგი დაჯარიმებას გადაურჩა.
|