იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერი” ბრაზილიური ინტერნასიონალის მცველის, ჟუან ჟეზუსის შეძენითაა დაინტერესებული.
La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს თავად 20 წლის ფეხბურთელიც, რომელიც შემდეგს აცხადებს: "ვიცი, რომ "ინტერი” და "ინტერნასიონალი” მოლაპარაკებებს აწარმოებენ. როგორც ჩემი აგენტი აცხადებს, უახლოეს დღეებში, ჩვენთან იტალიური კლუბის წარმომადგენლები უნდა ჩამოვიდნენ”.
20 წლის ჟუან ჟეზუსი "ინტერნასიონალის” სკოლის აღზრდილია. 2009 წლიდან იგი ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრია. ახალგაზრდა ბრაზილიელ მცველს თამაში როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზეც შეუძლია.
|