ორშაბათი, 23.12.2024, 05:50
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 29 » "ინტერი" - "იუვენტუსი"
13:20
"ინტერი" - "იუვენტუსი"


თუ დღეს საღამოს სადმე გეპატიჟებიან, აუცილებლად უარი უნდა განაცხადოთ; თუ უკვე დაგეგმილი გაქვთ რამე, აუცილებლად უნდა გადადოთ, თუნდაც ამის გამო მეორე ნახევართან, ან უბრალოდ მეგობარ გოგონასთან პრობლემები შეგექმნათ, რადგან დღეს იტალიურ საფეხბურთო მოედნებზე დიდი ამბები დატრიალდება.

ინტერი-იუვენტუსი
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო - ძანეტი, ტიაგო მოტა, სტანკოვიჩი - სნეიდერი - სარატე, პაცინი.
იუვენტუსი (4-3-2-1): სტორარი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პირლო, ვიდალი, მარკიზიო - პეპე, ვუჩინიჩი - მატრი.


დიდ იტალიურ დერბიზე არაერთხელ გვისაუბრია და ისიც კარგად ვიცით, რომ ამ ორ გუნდს იტალიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. შესაბამისად, ზოგად თემებს, ისტორიულ ექსკურსს ამჯერად გვერდს ავუვლით და პირდაპირ მოახლოვებულ პაექრობაზე გადავერთვებით.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი მატჩების დროს სატურნირო ცხრილი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ მილანელები ამ მხრივ გაცილებით მძიმე მდგომარებაში არიან. "ნერაძურიმ" განვლილ რვა პაექრობაში ამდენივე ქულა დააგროვა და მხოლოდ მე-16 პოზიციაზე იმყოფება, რაც არ შეიძლება რომ გუნდზე წნეხს არ აძლიერებდეს. ანუ, ფსიქოლოგიურად "იუვე" გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია და სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ანტონიო კონტემ წინასამატჩო ბრიფინგზე:

"მილანელებმა სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყეს, ჩვენგან კი სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნას ბევრი არ მოელოდა. შესაბამისად, ფსიქოლოგიური კუთხით, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ თამაში მილანშია, ვეცდებით პირველი ნომრიდან ვიასპარეზოთ და მეტოქე მისსავე ნახევარზე მივაჯაჭვოთ. ვერ გეტყვით რამდენად კარგად გამოგვივა კონკრეტულად ეს ამოცანა, მაგრამ ცდას ნამდვილად არ დავაკლებთ".

კონტე კი ამბობს, პირველ ნომრად ვითამაშებთო, მაგრამ იტალიელ ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ ის ფაქტი, რომ "იუვეს" თავკაცი ტაქტიკის შეცვლას აპირებს - 4-2-2-2-დან, რომელიც 4-2-4-ადაც კი შეგვიძლია მოვიხსენიოთ, გუნდი პირამიდად წოდებულ სქემაზე: 4-3-2-1-ზე უნდა გადააწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გაკეთდება. ორი აზრი არაა, ახალი ტაქტიკა ბევრად უფრო ფრთხილია და მართლაც დაცვაზე ორიენტირებული.

რაც შეეხება კლაუდიო რანიერის, ის არაფრის შეცვლას აპირებს და ჩემპიონატის ლიდერს ნაცად ტაქტიკასა და გამოცდილ ფეხბურთელებს დაუპირისპირებს. "Gazetta dello Sport-ის" ვარაუდით, ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დაჯდება დიეგო მილიტო, ძირითადში კი ჯამპაოლო პაცინისა და მაურო სარატეს თავდამსხმელთა ტანდემს ვიხილავთ. რანიერის თქმით, მთავარია მისმა შეგირდებმა საკუთარი ძალების ირწმუნონ და ყველაფერი კარგად იქნება. ბოლოს, ისიც ვთქვათ, რომ ორივე გუნდს ძირითადი კიპერი ჰყავს დაშავებული, "ინტერის" კარს ლუკა კასტელაცი დაიცავს, "იუვე" კი მარკო სტორარის იმედზე იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ტურის ცენტრალურ პაექრობაში.

ნანახია: 673 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 14
1 nerazuri  
1
imedia gagvaxareben interlebi flag3

2 interelia  
1
me piradad dgevandeli tamashis gulize samsaxurshi smena gavcvale :) rac sheexeba tamashs, ranieris pirveli seriozuli gamocdileba elis interis shemadgenlobashi... ra tqma unda ami tamashit araferi ar wydeba magram did saxels daigdebs am dgeshi myofi interit serias lideris iuves dzlevit..... kastelacis sheudzlia gadagvarchinos magram xasiatis mekarea da rodis dagvanagvlianebs ar vicit.maikoni ki dagvibrunda magram araa ratomgac tundac sharshan rom iyo meore wreshi is maikonic...lusios tvaldaxuchuli vendobi, kivu moashoret(madloba rac gauketebia interistvis).nagatomo araprogrozinebadi fexburteli da musha. dzaneti<<< yvelaferi natqvamia.tiago mota naxevardacvis xerxemali da sauketeso chamshlead mimachnia italiashi dgesdgeobit magram jer ar vicit itamashebs tu ara. kambiaso futkarivit mshromeli da mudam stabiluri.. stankovichi ver qachavs ragac am bolos( ramdenjerac komentari gaaketa grandebtan tamashis win,imdenjer wavaget da am tamashze ar minaxia misi komentari :). ) sneideri amis imedi maqvs dges. pacini am kacs unda sheuqmna momentebi da gaitans. sarate amis da sneideris movaleoba iqneba sagole momentis sheqmna pacinistvis, nu arc sara ityvis golze uars,rac daamtkica cskastan golit da lilistan sagole pasit pacosoze. ranieri sheni didi gamocdileba daafrqvie midi. loveinter nerazzuri

7 inter  
1
sagol to imina analizi caatare :D:D:D:D

9 interelia  
0
bevri maqvs kidev satmeli magram... fotos zoma damaviwyda statias rom davurTo :)

3 interelia  
1
mtavaria pirlo gaacheron chvenma bichebma... pirlos gacherebit juves sheteviti potenciali ashkarad dabali xdeba

4 interista  
-2
intereli dzma ert ragacashi ver dagetanxmebi nagatomoze mshromeli kiara yle yvelam vinc itamashe mis winaagmdeg naxmari trusivit atria magas mirchevnia kivu dadges marcxniv da centrshi cordoba mag nagatomos dedas gavtxare

5 interelia  
1
cota laiti tvalit shexede nagatomos da cota dadebit mxaresac naxav am patara kacshi :)))

6 interista  
1
napolistan ra kna naxe???

8 interelia  
1
vnaxe magram magit ar itqmeva rom ylea.. egeti shecdoma ranokiasac qonia nestac da maldinsac

10 interista  
1
dzaanac itkmeba amis kai ar maxsovs ai santonis ramdenic ginda es martla amdgari ylea

11 inter  
0
bIJEBO ALVARESI RO AR ATAMASHTA AI EG TEXAVS To

12 interista  
1
eg verc atamashdeba radgan misi adgili araa

13 interista  
1
guli migrdznobs movigebt! flag3 flag3

14 Inter Milan  
0
adjarashi an sadme ertad xom ar gekurebina interis tamashistvis

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter