პანდევს არ სურს ჯენოაში გადასვლა, რომ "ინტერმა" მის ნაცვლად პალასიო წამოიყვანოს. ამიტომ "ინტერი" სხვა ვარიანტებს ეძებს არგენტინელის შესაძენად. ჯენოას პრეზიდენტმა ენრიკო პრეცოზიმ განაცხადა, რომ არსად არ გაუშვებს პალასიოს თუ მის სანაცვლოდ ის არ მიიღებს რომელიმე მოთამაშეს. თავიდან "ინტერს" სურდა მაკედონელი ფორვარდი გორან პანდევი გამოეყენებინა ამ ტრანსფერში, მაგრამ თავად ფეხბურთელმა თქვა უარი ჯენოაში გადასვლასთან დაკავშირებით. გაზეთ Gazzetta dello Sport -ის ინფორმაციით "ინტერი" მზადაა ჯენოას ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკა კასტანიოსი მისცეს პალასიოს ნაცვლად.
|