პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "პორტუს” ცენტრალური ნახევარმცველი ჟოაო მოუტინიუს შეძენით მილანის "ინტერი” დაინტერესდა.
გამოცემა Tuttomercato-ს ინფორმაციით, იანვარში "ინტერი” პორტუგალიელებს მოუტინიუს თაობაზე წინადადებით მიმართავს და შუახაზელის გადაბირებას შეეცდება.
25 წლის მოუტინიუს "პორტუსთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა. თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ მილანელებმა ფეხბურთელში ამხელა ფასი გადაიხადონ.ისინი პორტუგალიელებს აუცილებლად შეევაჭრებიან.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, "ინტერის” მხრიდან ინტერესი "პორტუს” კოლუმბიელი ნახევარმცველის ფრედი გუარინის მიმართ დაფიქსირდა. იტალიური მასმედია იუწყებოდა, რომ მილანელები იანვარში მის კონტრაქტს გამოისყიდიან.
მოუტინიუ "პორტუში” 2010 წელს ლისაბონის "სპორტინგიდან” გადავიდა და 50 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
|