ტრავმების გამო "ინტერს" 4 თებერვალს, "რომასთან" მატჩში, ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერი და არგენტინელი რიკარდო ალვარესი ვერ დაეხმარებიან.
ამის შესახებ, მილანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა.
რანიერიმ იმედი გამოთქვა, რომ ორივე ნახევარმცველი 12 თებერვალს "ნოვარასთან" სერია A-ს 23-ე ტურის საშინაო მატჩში ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებული 21 შეხვედრის შემდეგ "ინტერს" 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება.
|