იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უესლი სნეიდერის "ინტერიდან” წასვლის შემთხვევაში, მილანელები მას მარიო გიოტცეთი, ან მესუთ იოზილით შეცვლიან. ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველის "ნერაძურიდან” შესაძლო წასვლის შესახებ ინფრომაცია არაერთხელ გავრცელდა. Corriere dello Sport-ის ცნობით, სნეიდერის გაყიდვის შემთხვევაში, მილანელები მის მარიო გიოტცეთი შეცვლას შეეცდებიან.
შესაძლოა, "ინტერს” მიზნის მიღწევაში ხელი "რეალმა” შეუშალოს, რომელიც "დორტმუნდის” ტალანტის შეძენით ასევეა დაინტერესებული. როგორც ცნობილია, მადრიდში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად გიოტცეა.
თუ 19 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "ინტერს” "რეალმა” აჯობა, იტალიელები კიდევ ერთი გერმანელი ფეხბურთელის, სწორედ "სამეფო კლუბში” მოთამაშე მესუთ იოზილის შეძენას შეეცდებიან.
|