"ინტერის" მცველი კრისტიან კივუ, რომელსაც ტრავმის გამო სერია А-ს ახალი სეზონის პირველ ორ მატჩში არ უთამაშია, მწყობრში ჩადგა.
რუმინელი ფეხბურთელი "ნერაძურისათან" ერთად "ნოვარასთან" იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურის გასვლითი მატჩის სათამაშოდ გაემგზავრა, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კივუმ ტრავმა მილანური კლუბის ვარჯიშზე 7 სექტემბერს მიიღო.
|