მილანის "ინტერმა" საზაფხულო სატრასნფერო პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე 16 წლის ვუნდერკინდი ლორენცო ტასი იყიდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი თავისი სათამაშო სტილით ძალიან ჰგავს რობერტო ბაჯოს, ამიტომ მას ბაჯოს მემკვიდრეს უწოდებენ , მას უკვე ჰქონდა დებიუტი სერია A-ში "ბრეშას" შემადგენლობაში "ფიორენტინას" წინააღმდეგ.
მოსალოდნელია, რომ ამ სეზონში ტასი "ინტერის" დუბლებში გაატარებს, შემდეგ კი ძირითადი გუნდის წევრიც გახდება.
|