როგორც მოსალოდნელი იყო, მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი.
გუშინ, მილანელებმა "ნოვარასთან” 1:3 წააგეს და მორატის მიერ მატჩის შემდგომ გაკეთებული კომენტარიდანაც კარგად ჩანდა, რომ იგი გასპერინის მუშაობით უკმაყოფილო იყო.
ცოტა ხნის წინ, "ინტერის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა: "დღეს, აპიანო ჯენტილეში არსებულ ანჯელო მორატის სახელობის სპორტულ ცენტრში, "ინტერის” დილის ვარჯიშს დანიელე ბერნაცანი და ჯუზეპე ბარეზი უძღვებოდნენ. კლუბი მადლობას უხდის ჯან პიერო გასპერინის გაწეული სამუშაოსთვის და მასთან ურთიერთობას წყვეტს”.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის დანიშნავს მორატი "ინტერის” ახალ მწვრთნელად.
|