როგორც ბრაზილიელი მცველის ლუსიოს აგენტი იტყობინება მისმა კლიენტმა გუნდთან ახალ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 33 წლის მცველის მიმდინარე კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში იწურებოდა, გაგრძელების შემდეგ კი ვადა 2014 წლამდე გაიზარდა. "მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ლუსიოს ხელფასი იგივე იქნება, ბოლო წელს კი მისი ხელფასი მოიმატებს.” – განაცხადა მენეჯერმა სანდრო ბეკერმა. დიდი ალბათობით ლუსიო კარიერას ინტერში დაამთავრებს, ვინაიდან 2014 წელს ის უკვე 36 წლის იქნება.
|