მილანის ინტერმა იაპონელი მცველის, იუტო ნაგატომოსთან დაკავშირებით ყველა ფორმალობა მოაგვარა და 24 წლის ფეხბურთელიც "ნერაძურის” სრულუფლებიანი წევრი გახდა. Goal-ის ინფორმაციით, დღემდე იუტოზე უფლებები ჩეზენას ეკუთვნოდა და გასული სეზონის მეორე ნახევარი აზიელმა "ინტერში” განათხოვრების წესით გაატარა. მან მწვრთნელებს და კლუბის ხელმძღვანელობას თავი იმდენად მოაწონა, რომ მილანელებმა მისი გამოსყიდვა გადაწყვიტეს და 6 მილიონი ევროს ფასად მიზანსაც მიაღწიეს. წყაროს ცნობით, ტრანსფერის ნაწილი ინტერმა თავისი აღზრდილების - ლუკა კალდიროლისა და ლუკა გარიტანოს ჩეზენაში გაშვებით დაფარა.
|