არგენტინულმა ველესმა ახლა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მილანის ინტერმა მათთან საბოლოოდ შეათანხმა რიკი ალვარესის ტრანსფერის დეტალები.
მილანურმა კლუბმა ალვარესზე 90 პროცენტიანი მფლობელობა იყიდა, ხოლო 10 პროცენტს მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, რაც რიკი 80 მატჩს ჩაატარებს ინტერის მაისურით.
23 წლის ფეხბურთელის შეძენა იტალიურმა მხარეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. ვარაუდობენ, რომ ისინი უახლოეს საათებში გააცხადებენ ამ ინფორმაციას.
იტყობინებიან, რომ ალვარესი 1.8 მილიონს მიიღებს სეზონში და იგი ხუთი წელი დარჩება გუნდში.
|