მილანის ინტერმა ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ჯონათანი დაიმატა, რომელმაც გასული სეზონის სამშობლოში "სანტოსის” რიგებში გაატარა. 25 წლის ფეხბურთელმა მილანელებმა კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა და ტრანსფერის თანხა არ ხმაურდება. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ინტერთან ერთად ვარჯიშს ოთხშაბათს შეუდგა, ხოლო ოფიციალურად მისი შეძენის ამბავი იტალიურმა კლუბმა დღეს გაახმაურა. ინტერში იმიტომ მოვედი, რომ კლუბს კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ეს ფანტასტიკური კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში მუდმივად თამაშობს. ვფიქრობ, შევძლებ იმის დამტკიცებას, რომ "შავ-ლურჯი” მაისურით მოედანზე გასვლას ვიმსახურებ” – იუწყება ჯონათანის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი. გასულ სეზონში, ჯონათანმა სანტოსში 17 თამაში ჩაატარა და 2 ბურთი გაიტანა. გუნდთან ერთად "ლიბერტადორესის თასის” მოიგო. 2005-2010 წლების სეზონში ის კრუზეიროშ გამოდიოდა. რომლის რიგებში გამართულ 239 შეხვედრაში 12 გოლი მიითვალა.
|