მილანის ინტერის გენერალურმა დირექტორმა ერნესტო პაოლილიომ განაცხადა, რომ ნერაძური ნაპოლისგან ეზეკიელ ლავესის შეძენას არ აპირებს. პანდევის ნაპოლიში იჯარით გაშვებას ლავესისთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამაზე საუბარიც არ მსურს. კლუბებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და მაკედონიელის ნეაპოლში გადაბარგებაზეც იოლად შევთანხმდით. ლავესის შეძენას არ ვაპირებთ, - განაცხადა პაოლილიომ ღადიო ჩღჩ-სთან საუბარში.
ცნობისთვის, 26 წლის ეზეკიელ ლავესი ნაპოლის ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მისი სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონი ევროა.
|