
არცერთი გატანილი გოლი, არცერთი ქულა და ნულამდე დაყვანილი ბურთების დადებითი შეფარდება - ასეთია „ინტერის" მონაგარი სერია A-ს ბოლო ოთხ ტურში. ბოლო დროს ნაჩვენები ძალიან ცუდი შედეგების შემდეგ, მილანური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას 9, ხოლო ევროპის ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება. ხსნაც არსაიდან ჩანს. მიუხედავად ამისა, კლაუდიო რანიერი „ნაპოლისთან" წაგებული მატჩის შემდეგ სვამს კითხვას: „რატომ უნდა გადავდგე"?
ძალიან ცუდ ფორმაში მყოფი „ინტერის" ბოლო დროს ათამაშებულ „ნაპოლისთან" წაგება მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ მილანური გუნდის თამაშის ხარისხმა „ნერაძურის" გულშემატკივრებს გული კიდევ ერთხელ დაწყვიტა. შეხვედრის ბოლო ათ წუთში შექმნილი 2 სახიფათო მომენტი - სულ ეს შესძლეს სტუმრებმა მთელი თამაშის განმავლობაში და ისიც იმიტომ, რომ 79-ე წუთიდან, ნეაპოლელები 10 კაცით თამაშობდნენ.
„ნაპოლიმ" ჟულიო სეზარის კარზე არაერთი სახიფათო იერიში მიიტანა და ერთი მათგანი გოლადაც აქცია. 59-ე წუთზე, ძემაილის სოლორეიდის შემდეგ, ბურთი საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფ ლავესის მიუვიდა, რომელმაც მოჭრილი დარტყმით „ნაპოლის" 3 ქულა მოუტანა.
|