მილანის "ინტერის” არგენტინელმა ცენტრალურმა მცველმა ვალტერ სამუელმა დაზიანებული ფეხი დათქმულ ვადებში მოიშუშა და როგორც მოსალოდნელი იყო, მოედანს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, "მარსელთან” მატჩში დაუბრუნდება. მილანური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 33 წლის არგენტინელს ფეხის კუნთის პრობლემები ორი კვირის წინ, "რომასთან” 0:4 წაგებული თამაშის შემდეგ აღმოაჩნდა. მთელი ეს პერიოდი ის ინტენსიურ აღდგენით პროცესს გადიოდა, ახლა კი, ძირითად გუნდს შეუერთდა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. გარდა ამისა, "ნერაძურას” საიტი იუწყება, რომ ლუსიოს, მაიკონის, ფარაონის და სნეიდერის აღდგენითი პროცესი დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს.
|