ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში მოპოვებული გამარჯვება იტალიურ "ნაპოლის” ძვირად დაუჯდა – ნეაპოლელთა გუნდის ლიდერმა ედინსონ კავანიმ ტრავმა მიიღო და სერია A-ს მომდევნო ტურში მისი თამაში კითხვის ნიშნის თქვეშ დგას.
"ვილიარეალთან” გამართულ მატჩში, ურუგვაელმა შემტევმა თავი გოლის გატანით გამოიჩინა, მაგრამ მოგვიანებით მან დაზიანება მიიღო და თუ იტალიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, დიდი ალბათობით, იგი "ინტერთან” გასამართ დაპირისპირებას დააკლდება.