იტალიის სერია A-ს XXV ტურში მილანის "ინტერმა” მორიგი მარცხი იწვნია, "ნერიაძური” ამჯერად ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა "ნაპოლიმ” გააწბილა.
მატჩის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ესეკიელ ლავესიმ გაიტანა. მატჩის 79-ე წუთზე არონიკამ მსაჯს წითელი ბარათი გამოსტყუა.
ამრიგად, ჩემპიონატში "ინტერმა” ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია და ამით კიდევ უფრო დაშორდა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას, მილანელები 36 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებენ. "ნაპოლიმ” კი 40 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე დარჩა.
"ნაპოლი”-”ინტერი” 1:0
გოლი: ლავესი 59′.
"ნაპოლი”: დე სანკტისი, არონიკა, ზუნიგა, კანავარო, კამპანარო, ჯემაილი (დოსენა 89′), მაჯო, გარგანო, ინლერი, კავანი, ლავესი (ბრიტოსი 82′).
"ინტერი”: ჟულიო სეზარი, ლუსიო, ძანეტი, სამუელი, ნაგატომო, ფარაონი, სნეიდერი (პაცინი 46′), კამბიასო, სტანკოვიჩი (პოლი 66′), ფორლანი (კორდობა 46′), მილიტო.
გაფრთხილებები: გარგანო 19′ – ნაგატომო 13′, მილიტო 45′, კორდობა 67′, ფარაონი 70′, პოლი 77′. გაძევება: არონიკა 79′.
კუთხური: 11:0; კარში დარტყმა: 7:1; კარისკენ დარტყმა: 9:7; ჯარიმა: 14:17; თამაშგარე: 2:0.
|