Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერს” უახლოეს სატრანსფერო პერიოდში ორი ძირითადი სამიზნე ექნება და ორივე ეს ფეხბურთელი ესპანური კლუბების ღირსებას იცავს. წყაროს ცნობით, ესენი არიან მადრიდის "რეალის” არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუანი, რომელიც კარიმ ბენზემასთან კონკურენციის გამო ძირითად შემადგენლობაში სულ უფრო იშვიათად ხვდება და "ბილბაოს” ნახევარმცველი ხავი მარტინესი, რომელსაც ევროპულ გრანდში თამაშის საშუალება ეძლევა.
24 წლის იგუანი "სამეფო კლუბში” 2006 წლიდან თამაშობს და ერთი პერიოდი გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაც იყო, მაგრამ გასული წლის შემდეგ, იქ ადგილი დაკარგა. მიუხედავად ამისა, მან მიმდინარე სეზონში პრიმერადივიზიონის 22 მატჩში (10 ძირითადში) მიიღო მონაწილეობა და 14 გოლის გატანაც მოახერხა. ხავი მარტინესი მუდამ ბილბაოელთა ღირსებას იცავდა და წელს ჩატარებულ 21 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ უცნობია, შეძლებს თუ არა კლაუდიო რანიერი "ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტის შენარჩუნებას, თუმცა, კლუბის დირექტორი მარკო ბრანკო შემადგენლობის გაძლიერების შესაძლო გზებს უკვე ეძებს.
|