პეპ გვარდიოლას ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება, "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე. ამ მიზეზის გამო, იგი ბევრ სხვა კლუბს დაუკავშირეს. მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ იგი სიამოვნებით იხილავდა გვარდიოლას მილანის "ინტერის" სათავეში.
"La Gazzetta dello Sport" იუწყება, რომ მასიმო მორატისთვის გვარდიოლა ყველაზე სასურველი მწვრთნელი იქნება - მის კლუბში. გაზეთი აგრეთვე იუწყება, რომ გვარდიოლას პირველი ადგილი უკავია, "ინტერისთვის" ყველაზე სასურველ მწვრთნელებში. ამ სიაში აგრეთვე არიან: ლორან ბლანი, ფაბიო კაპელო, მარსელო ბელსა და ანდრეს ვილაშ ბოაში.
თანხა, რომელსაც იტალიური კლუბი გვარდიოლას სთავაზობს - სეზონში 20 მილიონი ევროა.
ამის მიუხედავად ესპანელი მწვრთნელი არ წყვეტს გამეორებას, რომ მისთვის ყველაზე მთავარი, მისი მშობლიური გუნდი - ბარსელონაა.
|