შეგახსენებთ, რომ ხვალ გაიმართება მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მერვედფინალური მატჩი საფრანგეთში სადაც ადგილობრივი "მარსელი" უმასპინძლებს მილანის "ინტერს". თამაში დაიწყება 23:45 წუთზე. Gazzetta dello Sport-ის ვერსიით "ინტერი" ხვალ ერთი გამოკვეთილი ფორვარდით შეუტევს "მარსელის" კარს. ამ პოზიციაზე გაირჯება დიეგო მილიტო, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პარასკევს "ბოლონიასთან" გამართულ მატჩში. მის უკან იქნება ველსი სნეიდერი, რომელიც წინა თამაშში ყველაზე აქტიური და მონდომებული იყო. რანიერის, საყვარელ ტაქტიკას როგორც შეეფერება სნეიდერის უკან ოთხი ნახევარმცველი გამწესდება: ანდრეა პოლი, ხავიერ ძანეტი, ესტებან კამბიასო და ჟოელ ობი. რაც შეეხება დაცვის ხაზს, როგორც იცით ამ თამაშის წინ მომჯობინდა ვალტერ სამუელი ასევე მცირე ტრამვა ჰქონდა დუგლას მაიკონსაც და ლუსიოსაც თუმცა "ნერაძურისთვის" სასიკეთოდ სამივე თამაშის წინ მწყობრშია და ძირითადში იქნებიან, დაცვის მარცხენა ფლანგზე არა ნაგატომო არამედ კრისტიან კივუ იქნება. კარში სეზარი იქნება.
რანიერის შეეძლება თამაშში ჩართოს: კასტელაცი, რანოკია, სტანკოვიჩი, ნაგატომო, პალომბო, ზარატე და ჯამპაოლო პაცინი
|