მილანის ინტერი რიკი ალვარესით და როდრიგო პალასიოთი დაინტერესდა – იტყობინება Football Italia . მას შემდეგ რაც ინტერის მთავარ მწვრთნელად ჯან პიერო გასპარინი დაინიშნა, პრესაში მომენტალურად გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბი არგენტინელებს დაიმატებდა, ვინაიდან ამ სპეციალისტს ძალიან უყვარს არგენტინელებთან მუშაობა.
იტალიური პრესის ინფორმაციით გასპარინი შეეცდება თავდამსხმელ როდრიგო პალასიოს გადაბირებას, რომელთანაც ჯენოაში მუშაობდა.
ასევე მწვრთნელს სურს ველეს სარსფილდის ნახევარმცველის რიკი ალვარესის შეძენა. ადრე იწერებოდა, რომ ალვარესი ახლოს იყო არსენალში გადასვლასთან, თუმცა როგორც ჩანს ნერაძურის მაინც აქვს მისი შეძენის შანსი.
ამას გარდა პრესაში წერენ, რომ ინტერი მზადაა ალვარესში 9.25 მილიონი ევრო გადაიხადოს. თვითონ ფეხბურთელს კი სერია ა-ში თამაში უფრო სურს, ვიდრე ინგლისის პრემიერ ლიგაში.